ახალი ამბები
„ქირურგიის ეროვნული ცენტრის" საიუბილეო აქტივობა საქველმოქმედო აქცია წილკანში
ეს მუხრანის ვაკეზე მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეეტში შემავალი სოფელი წილკანია. აქ 1500-ნდე დევნილი მოსახლეობისთვის 400-მდე კოტეჯს შეხვდებით. ადამიანები, რომლებსაც ომის საშინელი სურათები მუდამ თან დაყვებათ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც საკუთარი სახლკარი დაკარგეს და ახალ რეალობასთან შეგუება უწევთ. რეალობა, რომელიც არც ისეთი მარტივია. ახლიდან დაწყებული ცხოვრება, რომელსაც თან ბევრი სირთულე ახლავს. ამ ადამიანების მხარდაჭერა და სიკეთის თითოეული გამოხატულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. იქ კი, სადაც სიკეთის საჭირობაა თამაშ გარეთ არასოდეს რჩება კომპანია, რომლის მისია ადამიანების სულიერ სიმშვიდესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ავერსი ამ ყველაფერს მის შვილობილ კომპანიებთან ერთად აკეთებს. რაღათქმაუნდა, საქმის მიღმა არ რჩება არც ქირურგიის ეროვნული ცენტრი. ცენტრი, რომელიც მსგავს საქველმოქმედო აქციებს წლებია ატარებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდი ამ ჯერად წილკანის მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოემსახურა და გარდა უფასო გასინჯვებისა დანიშნული მკურნალობის შესაბამისი მედიკამენტებიც ასევე უსასყიდლოდ გადასცა. აქციაზე, დღის განმავლობაში ათობით ადგილობრივი მივიდა. თითოეულმა მათგანმა მათ დასახლებაში ,მსგავსი აქციის ჩატარების მნიშვნელობასა და საჭიროებას ხაზი განსაკუთრებით გაუსვა. მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება „ქირურიის ერვნული ცენტრი“ ტრადიციულ აქციებს კვლავ გააგძელებს, განსაკუთრებით იმ რეგიონების სოფლებსა და ქაალაქებში, სადაც ქველმოქმედების, მათ შორის სამედიცინო ქველმოქმედების საჭიროება განსაკუთრებით გამოკვეთილია.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი