ახალი ამბები
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მორიგი ღონისძიება
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, მომზადებული ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა "განვითარების პედიატრია – ჯანმრთელი მომავალი", რომელიც პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ასპექტებს მოიცავს გრძელდება. მორიგი ღონისძიება, ისევ და ისევ საინტერესო თემებს დაეთმო, რომელსაც როგორც ასოციაციის ღონისძიებებზე ხდება ხოლმე, ათობით დაინტერესებული ექიმი ესწრებოდა. საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, რომელიც წლებია დაუღალავად მუშაობს, იმისათვის, რომ პატარებმა მაქსიმალურად კომფორტული, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღონ მიღწეულზე არ ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ პროექტი „განვითარების პედიატრია, ჯანმრთელი მომავალი“. პროექტი, რომელიც სულ სხვა თემებითა და მომხსენებლებით ერთკვრიანი შუალედის შემდეგ კვლავ ჩატარდება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი