ახალი ამბები
ფარისებრი ჯირკვლის კიბო
საქართველო ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ენდემური ზონა გახლავთ. ფარისებრი ჯირკვლის კიბომ ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში მეოცე ადგილიდან 2000 წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 2015 წელს ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 591 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, ინციდენტობის მაჩვენებელი კი 100 000 ქალზე - 30.5 დაფიქსირდა. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგისტრირებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“ ასეთი სახელწოდება ქონდა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართულ ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციას. ღონისძიება „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით ჩატარდა. კონფერენციას, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა გახსნა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, უახლესი მიღწევების გაცნობასა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას. კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანმა ენდოკრინოლოგებმა ღონისძიებაზე მოსულ ექიმებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ, უფასოდ დასწრებოდნენ ღონიძიებას და მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რეკომენდაციები და გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას. „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიზანს წარმოადგენს პრობლემისადმი მულტიდისციპლინური მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, პათომორფოლოგების, რადიოლოგებისა და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის ხელშეწყობა.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი