ახალი ამბები
საკვერცხის კიბო
2015 წელს, ონკოლოგიური დაავადებების 17.5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობამ 8.7 მილიონს მიაღწია. 2005-2015 წლებში ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევები 33%-ით გაიზარდა, აქედან 16% განპირობებული იყო მოსახლეობის დაბერებით, 13% - მოსახლეობის ზრდით, ხოლო 4% – ასაკ-სპეციფიკური მაჩვენებლის ზრდით, რაც რისკის–ფაქტორების ინტენსივობის ზრდას უკავშირდება. ნებისმიერი ადამიანისთვის სიმსივნის დიაგნოზის დასმა გარკვეულ სტრესსა და ემოციურ განცდებს იწვევს, რაც სრულიად ცვლის არამხოლოდ მის, არამედ მისი ოჯახის წევრების ცხოვრებასაც. ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი საკვერცხის კიბოა, რომელიც არც თუ იშვიათი დაავადებაა. ვერაგი დიაგნოზი სიცოცხლის განმავლობაში ყოველ 78-ე ქალს ესმევა. უფრო ხშირად 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, თუმცა დაავადების შემთხვევები ხშირია ახალგაზრდა ასაკშიც. ავერსის კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი ონკო-პაციენტების სრულფასოვანი გამოკვლევისა და შემდგომი მკურნალობისთვის. კლინიკაში წლებია აქტიურად და წარმატებით მუშაობს ონკო-გინეკოლოგიური სამსახური ქირურგ მარიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ცოდნა და გამოცდილება წლების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ონკოლოგიურ ცენტრში - ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტში, იტალიაში მიიღო. ავერსის კლინიკაში საკვერცხის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ყველა ტიპის ოპერაცია ტარდება, სრულფასოვანი ციტორედუქცია, მათ შორის, დაავადების შორსწასული სტადიების დროს. მიუხედავად, მასშტაბური ოპერაციისა, საკვერცხის კიბოს დიაგნოზით, პაციენტები ავერსის კლინიკაში სწრაფ რეაბილიტაციას გადიან და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ წარმატებით განაგრძობენ მკურნალობას ამბულატორიულად. სწორედ, ამ შესაძლებლობების გამო მორიგმა პაციენმტმა ანდო კლინიკის გამოცდილ გუნდს საკუთარი ჯანმრთელობა. ნათია ქოპილაშვილმა დიაგნოზის შესახებ 2015 წელს გაიგო . ცოტა ხანში ავერსის კლინიკის გუნდმა ოპერაცია დაგეგმა. წინასაოპერაციო პერიოდი ნათიასთვის ერთგვარი ბრძოლა აღმოჩნდა. ბრძოლა პირველ რიგში საკუთარ თავთან. ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მეთვალყურეობა მუმდივად გრძელდება ნათია ქოპილაშვილთან. ექიმი - და პაციენტი პროფილაქტიკის მიზნით თავიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ ,ხოლო ამჟამად წელიწადში ერთხელ ხვდებიან. შეხვედრის ადგილი კი უცვლელია, ისევდაისევ ავერსის კლინიკა. შემთხვევამ, რომელიც ნათიას გახდა თავს, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მაშ ასე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კიბო განაჩენი არ არის. ზოგადად, მედიცინის განვითარებასთან ერთად, განვითარდა ონკოლოგიაც და დღეისათვის რიგი სიმსივნეებისგან განკურნება აღარ წარმოადგენს სირთულეს - მთავარია დროული დიაგნოსტიკა, პროცესზე მუდმივი ზედამხედველობა და მკურნალობის სწორი მეთოდების შერჩევა. ყველაფერი ეს კი ავერსის კლინიკაში, პროფესიონალი გუნდის დახმარებით შესაძლებელი.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი