ახალი ამბები
თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე 2019
ყოველი წლის 31 მაისს მრავალი ქვეყანა თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს . ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და მის პარტნიორებს უკვე წლებია საქართველოც უერთდება, რათა თამბაქოს მოწევის, თამბაქოს მეორადი კვამლის ზიანის მომტანი და სასიკვდილო გავლენის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდოს . 2019 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება გახლდათ. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით სცადეს საზოგადოებისთვის აეხსნათ თამბაქოს უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისთვის . „თამბაქო და ფილტვის დაავადებები“ ასეთი იყო თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღის 2019 წლის თემა. თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებად პრობლემად ითვლება . თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1 მილიონი არამწეველია და მეორადი კვამლის გავლენის გამო იღუპება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი