ახალი ამბები
ტრანსმისიური დაავადებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ტრანსმისიური დაავადებები მსოფლიოში გავრცელების ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩევა. საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლება. გლობალური დათბობის, მოსახლეობის მიგრაციის, აქტიური ტურიზმის და ტვირთბრუნვების მატების კვალდაკვალ, საქრთველოს შავიზღვისპირა ზონა მოიცავს დამატებით რისკებს ტრანსმისიური დაავადების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მალარიის, დენგეს ცხელების, ჩიკუნგუნიას, ზიკას ვირუსების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად, ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაავადებების გადამტანი კოღოების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი. 2015 წლიდან მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში მიმდინარეობს დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ. აჭარის რეგიონში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები მაისის თვიდან ისევ დაიწყო. დეზინსექცია უკვე ჩაუტარდა შერიფ ხიმშიაშვილის N11-ში განლაგებულ შენიბა-ნაგებობების სარდაფებსა და მიმდებარე ტერიტორიებ დღესდღეობით გეგმის მიხედვით აჭარის რეგიონში დამუშავდება - 750 000 მ2 , ოზურგეთში 700 000მ2, ლანჩხუთში - 360 000 მ2, ფოთში 1 000 000 მ2, ზუგდიდის რაიონში 800 000 მ2 ფართობი. სამუშაოების დასრულება ივნისის ბოლოსთვის იგეგემება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი