ახალი ამბები
რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს უწყვეტი განათლების ხელშეწყობას. მათ შორის ამ მიმართულებით ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო მედიცინის ფაკულტეტის მუშაობაა. ამის ერთ-ერთი გამოხატულება გახლდათ რეზიდენტთა კლინიკური კონფერენციის ჩატარება. შეხვედრა, რომელიც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა დაჯილდოვებით გაგრძელდა. დამწვრობის ცენტრის დამფუძნებელს, პროფესორ ბესიკ იაშვილს უნივერსიტეტის მედალი საზეიმოდ გადაეცა . ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ღონისძიების მონაწილე სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს პროფესორის ღვაწლი ქართულ მედიცინაში. ჯილდო საპატიო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად 90 წლის ექიმისთვის. უნივერსიტეტში გამართულ რეზიდენტთა კლინიკურ კონფერენციაზე სამოცამდე მოხსენება გაკეთდა. ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების რეზიდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მნიშვნელობა შეფასებულ იქნა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისა და პროფესორების მიერ. კიდევ ერთხელ აღინიშნა ამ ტიპის ღონისძიებების დატვირთვა, როგორც რეზიდენტებისთვის ასევე, ზოგადად ქართული სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის. ასეთი საინტერესო, სასიამოვნო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კიდევ ერთი ღონისძიება. უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეზიდენტების მხარდაჭერასა და მათ განვითარებაზე ზრუნვას და რაღათქმაუნდა იმ ადამიანთა ამაგის დაფასებას, რომლებსაც სხვადასხვა დარგის, მათ შორის მედიცინის ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი