ახალი ამბები
სეზონური ინფექციები და დაავადებები
ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება პრობლემეზე საუბარი , რომელიც ცხელ სეზონს უკავშირდება . ყველა აქტუალურ კითხვას პასუხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გასცა. ერთ-ერთი საკითხი მწერების პრობლემას უკავშირდება. ამ უკანასკნელთან საბრძოლველად სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შესაწამლი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ .სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მიმართებაშიც. ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – ყირიმ-კონგოს ცხელების გადამტანია, ასევე საშიში გახლავთ . ცხელ სეზონზე განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ქვეწარმავლებთან დაკავშირებითაც . კიდევ ერთი სეზონურად გასათვალისწინებელი რჩევა ცხოველებთან მჭიდრო კონტაქტსა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ სეზონურ პრობლემებთან ერთად არანაკლებ აქტუალურ წითელასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა , რომ ამ მიმართებით ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა და მორიგ ჯერზე მოუზოდა საზოგადოებას , რომ დროულად გაიკეთონ აცრა. ისღა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ პროფესიონალი სპეციალისტის ყველა რეკომენდაცია
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი