ახალი ამბები
გაიოზ ვასაძის ხსოვნის საღამო
ექიმი გაიოზ ვასაძე ქალაქ ქუთაისში 1928 წლის 14 მაისს დაიბადა. 1952 წელს ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია დაამთავრა. წლების განმავლობაში სამშობლოში სამედიცინო მიმართულებით აქტიურად მუშაობდა. 1984-1987 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი გახლდათ . 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. გაიოზ, მეგობრებისა დაა ხლობლებისთვის გიზო ვასაძე , სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ღირსების ორდენის კავალერი იყო. ღვაწლმოსილი ქართველი ექიმი 2016 წლის 16 ნოემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2018 წლის 14 მაისს მას 90 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა საღამო, რომელმაც ემოციურ და სევდიანი მოგონებების ატმოსფეროში ჩაიარა. საღამო, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროფესორის შესახებ მომზადებული ფილმი წარუდგინეს. გარდაცვლილები ცოცხლობენ მანამ სანამ , არსებობენ ისინი ვინც, მათ იგონებს. გაიოზ ვასაძეც მუდმივად დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც კარგად უწყის მისი ცხოვრების , მის მიერ ამ ქვეყნად დათესილი სიკეთე
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი