ახალი ამბები
პრესკონეფერნცია-ჯანდაცვის სამინისტროში
კანასკენელი 2 კვირის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სულ 30 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა. გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელიც ეხებოდა უკანონო საექიმო საქმიანობას, სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორ წარმოებას, სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევებს. სულ დაიწერა 20 ოქმი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყანაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი