ახალი ამბები
კლინიკის რვა წლის იუბილე
ჰოსპიტალური ქსელი მედ ალფა უკვე 8 წელია პაციენტებს მის დაქვემდებარებაში არსებულ შვიდივე კლინიკაში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს . „მედალფას" მიზანი პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება გახლავთ . ამ მიზნით სამედიცინო ცენტრებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი. კომპანიის ყველა დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს , სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს უფასოდ მიიღოს ექიმი-სპეციალისტების პროგრამით გათვალისწინებული კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები. რვა წლის განმავლობაში ქსელის კლინიკებს საქართველოს სსხვადასხვა კუთხეში ასეულობით მადლიერი პაციენტიც დაუგროვდა. 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსებულმა კომპანიამ იუბილე თავის ყველა ფილიალში საზეიმოდ აღნიშნა .ბუნებრივია მათ შორის გახლდათ მედალფას თბილისის ცენტრალური კლინიკა.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი