ახალი ამბები
ერთად დავამარცხოთ წითელა
2019 წელი - სპეციალისტების თქმით მთელს მსოფლიოს დაამახსოვრებს თავს, როგორც წითელას უჩვეულოდ ფართოდ გავრცელების წელი. ეს პროცესი მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში 2017- წლიდან დაიწყო და ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებშიც გავრცელდა, სადაც დაანონსებული იყო წითელას ადგილობრივი გადაცემის ელიმინაცია ან მდგრადი შეწყვეტა (24 თვეზე მეტი). გამონაკლისი არც ევროპის რეგიონი და შესაბამისად საქართველო ყოფილა. ევროპის რეგიონი 2019 წლის 6 თვეში წითელას 89 994 შემთხვევას ითვლის. რაც შეეხება საქართველოს, 2019 წლის იმავე პერიოდში 3874 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, ხოლო 6 სექტემრის მდგომარეობით - 3910. ლეტელურად დასრულდა - 2. დაავადების გავრცელების მახასიათებლები ქვეყანაში ზოგადად, არ განსხვავდება მსოფლიო და ევროპის ტენდენციისგან, თუმცა აქვს თავისი, ქვეყნისთვის სპეციფიკური, გამომწვევი მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში აღინიშნა გარკვეული წარმატებები, გეგმიური იმუნიზაციით მოცვა, განსაკუთრებით მე-2 დოზით 5 წლის ასაკში, მაინც რჩება გამოწვევად. ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანოდო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისსა და ქუთაისში.ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამავე დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. წითელა კლავს. ამ ეტაპზე რეგიონების მხედვით წითელას შემთხვევბი ყველაზე მეტად სამეგრელო ზემო სვანეთშია გავრცელებული.იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა. შეგახსენებთ, რომ წითელა კლავს. აცერი და დაიცავი.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი