ახალი ამბები
გრიპის საწინააღმდეგო აცრები ოქტომბრიდან ჩატარდება
სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას ცხვირს, ყელსა და ფილტვებს. სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. გრიპი ადამიანიდან ადამიანზე ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით გადაეცემა. საქართველოში გრიპისმაგვარ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საყრდენი ბაზებით ,რომლებიც განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში (მ.შ. თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმსა და ზუგდიდში). გრიპის ვისურთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიური იყო გასული წლის შემოდგომის მიწურული და მიმდინარე წლის ზამთრის სეზონი . დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით შემოდგომის დადგომისთანავე დაიწყო გრიპის ვირუსთან ბრძოლა . უკვე შესყიდულია ვაქცინა და აცრები ოქტომბრიდან ჩატარდება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი