ახალი ამბები
„ექო“ კონსილიუმი
ყაზახი კოლეგების ვიზიტი ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ყაზახი კოლეგები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოში ტუბერკულოზის მართვის საუკეთესო პრაქტიკის ადგილზე გაცნობა იყო. კოლეგების მთავარი ინტერესი „ექოს“ კონსილიუმის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება გახლდათ. სტუმრები ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს რეკომენდაციებსა და პრაქტიკაში მათი ტრანსლირების საქართველოს მოდელს გაეცვნენ. ყაზახი კოლეგები ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სპეციალობების გაერთიანებას გეგმავენ, რაც საქართველოსთვის უკვე გუშინდელი დღეა, შესაბამისად ვიზიტის დროს ისინი დეტალურად გაეცვნენ უპირატესობებითა და გამოწვევებით სავსე იმ გზას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ფთიზიატრია-პულმონოლოგიის, როგორც გაერთიანებული სპეციალობის ჩამოყალიბებისასა და ტუბერკულოზისა და რესპირატორული პათოლოგიების ერთობლივი კლინიკური მართვის სისტემის შექმნისას გაიარა. კოლეგები დიდი ინტერესით გაეცვნენ საქართველოში დანერგილ და განხორციელებულ ისეთ ინოვაციებს როგორიც ტუბერკულოზის, შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგი და პირველადი ჯანდაცვის ქსელში „ჯინ ექსპერტ“ ტესტირებით ფილტვის ტუბერკულოზისა სხვა რესპირატორული პათოლოგიებისაგან დროული დიფერენცირება და ინფექციური დაავადების ტრანსმისიის რისკის შემცირება გახლავთ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის უახლესი აპარატურით აღჭურვილ დიაგნოსტიკურ განყოფილებას, ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიასა და თბილისის ფილტვის დაავადებათა N1 ამბულატორიულ ცენტრსს ეწვივნენ. ყაზახი კოლეგების აღნიშნულ ვიზიტს იმ ურთიერთნამშრომლობის დასაწყისად თვლიან , რომელიც მომავალში სასარგებლო იქნება, როგორც ყაზახეთის, ისე საქართველოს ტუბერკულოზის მართვის პროგრამებისათვის.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი