ახალი ამბები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. ანგარიშის გაცნობის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.კომიტეტის თავმჯდომარემ, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე ისაუბრა. სხდომაზე კომიტეტის წევრებს ორგანიზაცია „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კონსტანტინე ლაბარტყავამ პარლამენტის სახელზე შემოსული პეტიცია გააცნო.კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა და იგი რამდენიმე მიმართულებაზე ვრცელდება. გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის მოსაზრებები მისაღებად მიიჩნია და მათი პროექტში ასახვის მზაობა გამოთქვა. ომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტთა პაკეტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი