ახალი ამბები
საქველმოქმედო აქცია ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ექიმები საზღვრისპირა სოფელში
ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის სააჯარო სკოლა გახლავთ . დღეს, აქ ადგილობრივ მოსახლეობას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სხადასხვა პროფილის გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები უანგაროდ მოემსახურებიან . საზღვრისპირა სოფელში აქციის გამართვის ინიციატორი ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი ღონისძიებაზე მოსულ მხარის გუბერნატორს , გიორგი ხოჯევანიშვილს პირადად დახვდა და აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროფესორმა რეგიონის რწმუნებულს მედ -პერსონალიც გააცნო. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის მსგავსი ტიპის აქცია პირველი არ ყოფილა,თუმცა საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობისთვის ასეთი აქტივობის დატვირთვა ორგანიზატორებმა და ექიმებმა ორმაგად მნიშვნელოვნად მიირჩნიეს. აქციაზე უამრავმა ადგილობრივმა მოიყარა თავი. განურჩევლდ სქესია და ასაკისა სხვაფდასხვა პროფილის ექიმებისგან მათ მომსახურება უსასყიდლოდ მიიღეს.დღის განმავლობაში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათ ერვნული ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო მომსახურება 140 ადგილობრივს გაუწიეს. ჯამში სხვადასხვა პროფილის ექიმთან 500 -მდე ვიზიტი განხორციელდა. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის გუნდი მსგავს აქციებს მომავალშიც ჩაატარებს
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი