ახალი ამბები
საერთაშორისო ყრილობა
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიიცინის ცენტრში საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 -ის ფარგლებში საქართველლოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთასორისო ყრილობა ჩატარდა. ყრილობის პირველი დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. საერთაშორისო ღონისძიება მისალმებით გაიხსნა, მოგვიანებით კი ივანე ბერიტაშვილზე მომზადებული ფილმის ჩვენებით გაგრძელდა.ყრილობის გახსნის პირველი დღის მეორე ღონისძიება, ბერიტაშვილის ინსტიტუტის ცოცხალ მემატიანეს , ქართული სამედიცინო და ფიზიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესორ გურამ ბექაიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა . ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიიცინის ცენტრის დირექტორმა მას ამავე დაწესებულების საპატიო მეცნიერის წოდება მიანიჭა. ხოლო, მეგობრებმა ღვაწლმოსილ პროფესორს იუბილე მიულოცეს. ბოლოს კი თავად იუბილარმა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ტორტი საზეიმოდ გაჭრა . საერთაშორისო ყრილობის მეორე დღე მთლიანად საქმიან და სამეცნიერო ნაწილს დაეთმო. თავდაპირველად ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოგვიანებით კი სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.დღე მესამე . ადგილი უცვლელი. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში კვლავ საქმიანი გარემოა. დასკვნითი დღეც სამეცნიერო მოხსენებებს მიეძღვნა . ეპილეფსიის გენური თერაპია -მომხსნებელი მერაბ კოკაია. ღეროვანი უჯრედები და რეპროგრამირება ქერქული ნეირონების გენერაციისა და ინსულტის შემდგომი რეგენერაციის სტიმულირებისთვის -მომხსენებელი ზაალ კოკაია. აუდიტორია, ორივე მომხსნებელის გამოსვლას თვალყურს, დიდი ინტერესით ადევნებდა. ასეთი მრავალფეროვანი , საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთასორისო ყრილობა . სამეცნიერო მუშაობასა და აქტიურ საერთაშორისო ურთიერთობებს ინსტიტუტი კვლავ გაგრძელებს .
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი