ახალი ამბები
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა კომიტეტს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 2020-2025 წლების განახლებული დოკუმენტი, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებათა მონიტორინგის ახალი, თანამედროვე მეთოდოლოგიით პილოტურ რეჟიმში აპრობირებული მექანიზმის გამოყენებით მიღებული შედეგების პრეზენტაცია წარუდგინეს. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარადგინა. დაავადება კონროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგისა და სამოქმედო გეგმის დეტალებზე ვრცლად გვსაუბრა . ამავე სხდომაზე ექსპერტმა, ნანა ზავრადაშვილმა ფსიქიატრიული დახმარების რეფორმა - დაწესებულებათა მონიტორინგის ახალი მექანიზმის გამოყენებით მიღებული შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. საბჭოს სხდომის დაწყებამდე კი ჯანდაცვის კომიმეტის შეხვედრაზე აკაკი ზოიძემ დეპუტატებს საქართველოს კლინიკების ასოციაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გააცნო. რაც შეეხება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, ბოლოსკენ ეს უკანასკნელი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი