ახალი ამბები
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“
ონფერენცია ბავშვთა ნევროლოგიაში თბილისში 2 და 3 ოქტომბერს “ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა” და ‘საქართველოს ბავშვთა შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის” ორგანიზებით უცხოელი სპიკერების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება ნეიროგანვითარებითი აშლილობის რთულ სახეებს, კლინიკური მართვის სირთულეებსა და ამ სირთულეების დაძლევის გზებს მიეძღვნა. პრობლემები, რომლებსაც კონფერენციის ფარგლებში განიხილავდნენ, აქტუალურია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ოთახებში ერთდროულად მიმდინარეობდა აქტიური სამუშაო პროცესი, რომელსაც სტუდენტებიც ესწრებოდნენ. „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“ ასეთი სლოგანის ქვეშ წარიმართა კონფერენცია ,რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ ზემოთ აღნული რთული პრობლემების დაძლევა ,მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ,მულტიპროფილური მუშაობით არის შესაძლებელი.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი