ახალი ამბები
სუსტი პირველადი ჯანდაცვა კვლევის შედეგების პრეზენტაცია
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გამართა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა პირველადი ჯანდაცვა გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ სხდომაზე სუსტი პირველადი ჯანდაცვა - ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევის ძირითადი ბარიერის საკითხებზე ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა მოხდა, რომლის პრეზენტაცია სიმონ გაბრიჩიძემ და ნინო მიქავამ წარმოადგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ,პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით , როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო და კვლევის ორგანიზატორი ორგანიზაციები მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი