ახალი ამბები
პარლამენტში წამლებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე იმსჯელეს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის თემატური მოკვლევის მეორე, დასკვნითი შეხვედრის ზეპირი მოსმენა გაიმართა. განსახილველი ტემა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა სწორედ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სხვადასხვა მოდელი და ვარიანტი განიხილეს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე საკითხის განხილვა დისკუსიისა და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის ფონზე წარიმართა. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენეილი საინტერესო რეკომენდაციები და მიგნებები დამუშავდება და სამუშაო ჯგუფს წარედგინება. შემდგომ კი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდება, რომელშიც თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული პირებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი