ახალი ამბები
დარტყმითი -ტალღური თერაპია - უახლესი თაობის აპარატურის გამოყენებით.
"დარტყმითი - ტალღური თერაპია და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები„ ასეთი სახლწოდებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ჰოლიდეი ინში. ღონისძიება „ინოვაციური მედიცინის კლინიკა - ავაცია მედიქალ“-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საერთაშორისო მოწვეულმა მომხსენებლებმა მიიღეს. დარტყმითი ტალღური თერაპია ინოვაციური, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდი გახლავთ, რომელიც აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიაში, უროლოგიაში, რევმატოლოგიაში, ტრავმატოლოგიაში, ასევე სპორტულ და ესთეტიკურ მედიცინაში. მისი ძირითადი უპირატესობები ტკივილის ეფექტური შემსუბუქება და მობილობის სწრაფი აღდგენა გახლავთ.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი