ახალი ამბები
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეს აქციით გამოეხმაურა
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. თარიღს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა არაერთი აქტივობით უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს, ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე ცნობილია ვარდისფერი ოქტომბრის სახელწოდებით. ვარდისფერი ბაფთა კი, კამპანიის ერთგვარი სიმბოლო გახლავთ. კლინიკა ახალი სიცოცხლე თარიღს ტრადიციულად უფასო აქციით გამოეხმაურა. ქალბატონებს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების გამოცდილი ექიმები უსასყიდლოდ მოემსახურნნენ. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, კლინიკა ახალ სიცოცხლეში აქცია ,მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ პარასკევს, მაღალტექნოლოგიური კლინიკის პროფესიონალი ექიმები ქალბატონებს, კვლავ უფასოდ მოემსახურებიან.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი