ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მეორედ აღნიშნეს
„ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში“- ასეთი სახელწოდებით გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მსოფლიო თარიღს მეოთხედ ,ხოლო საქართველო მეორედ აღნიშნავს. დაავადაბათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. გეტყვით , რომ ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია გაერთიანებულ ჭრილში აღიქვამს ადამიანს, ცხოველებსა და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას. შესაბამისად, აღნიშნულ მიდგომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ზოონოზური დაავადებების ჭეშმარიტი ტვირთის განსაზღვრისა და შემცირებისათვის. ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მსჯელობის შემდეგ , საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმება.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი