ახალი ამბები
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონლუსტაციო საბჭოს მეცამეტე სხდომა
ქორთიარდ მარიოტში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონლუსტაციო საბჭოს მეცამეტე სხდომა გაიმართა. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ ,2017 წლის მაისში თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განხორციელების კიდევ უფრო სრულყოფა ,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. შეხვედრას ყველა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ , რომლებიც კანონის აღსრულებას ახორციელებენ .ამ დროისთვის თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ საზოგადოებას 6 თვიანი კვლევის შედეგები გააცნო. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა. მან ხაზი გაუსვა თაბმაქოს უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე . ხოლო პროფესორმა გია ლობჟანიძემ კიდე ერთხელ მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს კანონი მეტი სიმკაცრით დაიცვან . თანბაქოს კონტროლის შესახებ მიღებულმა კანონმა გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა, თუმცა მუშაობა მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად კვლავ გრძელდება. აიღე შენი წილი პასუხისმგებლობა! იმოქმედე, კანონის დაცვა მარტივია!
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი