ახალი ამბები
ლისის ტბაზე ქართველი ექიმების მონაწილეობით მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა
ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა დანამდვლებით შეიძლევა ითქვას , რომ ეს არ არის მხოლოდ ბოსტნეულით კვება ან ყოველდღიური ვარჯიში. ეს არის წესი , რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ბედნიერებასა და დღეგრძელობასთან. ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, თუმცა კი როდეაც ამ უკანსკნელს ის ადამიანები ემსახურებიან , რომელთა პირდაპირი მოვალეობაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა ,ეს ორმაგად მნიშვნელოვა და სასარგებლოა . თეთრხალათიანები , ამ შემთხვევაში კი უფრო კონკრეტულად კარდიოლოგები ის ადამაინები არიან , რომლებიც ყოველდღიურად ადამიანის გულისცემას, მაშასადამე პირდაპირი მნიშვნელობით სიცოხლეს ემსახურებიან . ყოველი მოწოდება , აქტივობა თუ სხვადასხვა ფორმის ღონისძიება , რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ორმაგად სასარგებლო საქმის სამსახურში ყოფნა ამ ჯერად ექიმებმა ისურვეს. კარდიოლოგ დავით ღოღობერიძის იდეას მხარი ასევე კარდიოლოგმა ზვიად კერესელიძემ დაუჭირა. არაჩვეულებრიმა დუეტმა კი სულ ცოტა ხანში 8 სხვადასხვა კლინიკის კარდიოლოგებისგან დაკომპლექტებული გუნდი შეკრიბა და ლისის ტბაზე მინი ფეხბურთში ტურნირი ჩაატარა. სტარტი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ლისის ტბაზე გუნდების გულშემატკივრების ფონზე კარდიოლოგებმა სპორტული ჟინი და შემართება ნამდვილად გამოაჩინეს. ლისის ტბაზე კარდიოლოგების მონაწილეობით ტურნირი გამარჯვებულის გამოსავლენად თვენახევრის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა. ყოველი კვირის უქმეებზე თეთრხალათიანები გულშემატკივრებთან , კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მთავარი მიზნის განხორციელებაშიი- მოეწოდებინათ მოსახლეობისთვის ,რომ ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს. ტურნირის საპატიო მესამე ადგილი ჯოენის კლინიკას ერგო. რაც შეეხება პირველი გათამაშების ჩემპიონს, თასი ჩაფიძის გულის ცენტრს გადაეცა. ტურნირმა მისია შეასრულა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას თეთრხალათიანები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. მანამდე კი, ჩაფიძის გულის ცენტრმა პირველი გათამაშების ჩემპიონობა ღირსეულად იზეიმა.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი