ახალი ამბები
ტუბერკულოზის ეროვნულმა ცენტრმა წინანდალში კონფერენცია ჩაატარა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით წინანდალში კონფერენცია ჩატარდა. „ტუბერკულოზის მართვის ახალი გაიდლაინის საკომუნიკაციო შეხვედრა“ ასეთი სახელწოდებით ჩატარებულ ორდღიან ღონისძიებას სხვადსხავა ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვინაიდან ,თავად ტუბერკულოზის მართვა მულტიფროფილურ მიდგომას მოითხოვს მნიშვნელოვანია მომიჯნავე სპეციალობებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა ცვლილებებზე, რომელიც აღნიშნული დაავადების მართვის გაიდლაინში უნდა შევიდეს. შეხვედრას, როგორც უკვე აღვნიშნეთ სხვადსხვა ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორებმა განსახილველ თემებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებიც მოისმინეს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრა წინანდალში საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დარგის სპეციალისტები მიღწეულ შედეგებზე მუშაობას უკვე თბილისში გააგრძელებენ.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი