ახალი ამბები
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრა-დღე პირველი
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრა სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. ღონსძიების მონაწილეებმა, სხვადასვხა მნიშვნელოვან თემებზე მოხსენებები წარადგინეს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სკრინინგული კვლევა სულ ჩაუტარდა 1,7 მილიონ ზრდასრულ ადამიანს (სამიზნე მაჩვენებლის 61% შესრულდა), პროგრამაში ჩართულია 63 ათასამდე პაციენტი (სამიზნე მაჩვენებლის 49% შესრულდა), მკურნალობა დაასრულა 57 223-მა, განკურნების მაჩვენებელი კი 98.7%-ია. წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. არნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის ფარგლებში მოხსენება აკაკი აბუთიძემ გააკეთა . საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. წინ , კიდევ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა . მათი დასრულების შემდეგ საქართველოს უკვე ექნება ის რეკომენდაციები , რომლითაც 2020 წელს უნდა იხელმძღვანელოს.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი