ახალი ამბები
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედა- დღე მეორე
სასტუმრო რედისონში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრის მეორე დღეც, საკმაოდ დატვირთული და წარმომადგენლობითი გახლდათ. ღონისძიება კვლავ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ცატრდა. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიცირება ხორციელედბა. ქყვეყანა ყველაზე ახლოსაა სკრინინგის სამიზნე მაჩვენებელთან. სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებით, უფასო მკურნალობის პროგრამით მოცვა ,მსოფლიოში ყველაზე მაღალია. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრის ფარგლებში ,პროგრამის , უკვე მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს . საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრას ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ , რომლებიც საქართველოს ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან დამხარებას უწევენ . სამდღიანი , წარმომადგენლობითი და საინტერესო ღონისძიება კვლავ გარკვეული შედეგებით დარსულდა. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG) მეხუთე შეხვედრის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს, ქართული მხარე 2020 წლის განმავლობაში შეასრულებს , რათა უკვე მიღწეული შედეგები გააუმჯობესოს.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი