ახალი ამბები
ავერსის კლინიკა 11 წლისაა
მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელმაც ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო 11 წლის გახდა. ავერსის კლინიკა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კლინიკათა ქსელის 12 და ლაბორატორიის 19 ფილიალს აერთიანებს . კლინიკას ყოველდღიურად, საშუალოდ, 2000 ადამიანი მიმართავს. „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურმა ფილიალმა 16 ნოემბერს დაარსებიდან 11 წლისთავი აღნიშნა. სამეცნიერო კონფერნეციაზე - „საინტერესო შემთხვევებიდან კლინიკურ გამოცდილებამდე“- კლინიკის ექიმებმა დამსწრეების წინაშე საკუთარი პრაქტიკიდან განსაკუთრებული ქეისები წარმოადგინეს. შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულ კონფერენციაზე მომხსენებლებმა აუდიტორიას 38 განსხვავებული თემა გააცნეს - „ავერსის კლინიკის“ საინტერესო შემთხვევები, რომლებიც ექიმთა პროფესიონალიზმსა თუ კლინიკის მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ იუბილეს არაოფიციალური აღნიშვნის დროც დადგა. კლინიკის თანამშრომლებმა დაბადების დღე სადღესასწაულო გარემოში აღნიშნეს. მხიარულ წვეულებას დაჯილდოების გარეშე არ ჩაუვლია. კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა კონფერენციის ყველა მონაწილეს სიგელები გადასცა, ცალკე დააჯილდოვა რეზიდენტებსა და უმცროს ექიმებს შორის გამარჯვებული ლევან ძარია, ხოლო სამი ექიმი, ლილი ჩინჩალაძე, ვასილ ჩხიროძე და ეკა ლაფაჩიშვილი საზღვარგარეთ მოგზაურობით დააჯილდოვა. მეთერთმეტე იუბილეს აღნიშვნა ტრადიციულად გრანდიოზული ტორტის გაჭრით დასრულდა. ისევე , როგორც კომპანია „ავერსი“ , „ავსერსის კლინიკაც“ სპირალურ აღმასვლას აგრძელებს. წინ , კიდევ უფრო დიდი გეგმებია. შემდეგ დაბადების დრემდე 2020-ში.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი