ახალი ამბები
კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი
სასტუმრო „ბილთმორში“ კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი 2019 ჩატარდა. კარიერული განვითარების ცენტრი ახალგაზრდებს დასაქმებაში აქტიურად ეხმარება. ორგანიზაციასთან სხვადასხვა კომპანიები თანამშრომლობენ. მათ შორის გახლავთ არაერთი კლინიკა. ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე ქირურგიის ეროვნული ცენტრი იყო. მდიდარი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულება მსგავს პროექტებში წლებია ჩართულია და აქტიურად ეხმარება დამწყებებს , მომავალ თეთრხალათიანებს. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნვას კვლავ გააგრძელებს. ქართული სამედიცინო ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული კლინიკა ,საუკეთესო ტრადიციებით 1946 წლიდან, მზად არის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას ღირსეულად გადასცეს.
გადაცემები
შაბათი - 20:30
პედიატრიული ფაკულტეტი
კვირა - 20:00
მონაგარი